GEARN ”სულ ახალი” ამბები

********************************************

ახალი პროგრამის აკრედიტაცია


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტაცია გაიარა სასწავლო პროგრამამ სკოლის ყველა საგნის პედაგოგებისთვის

”საგნობრივი სასწავლო პროექტები და საინფორმაციო ტექნოლოგიები”

ახლო მომავალში ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ასოციაციების ”სიქა” და ”სოს” ტრენერები მოიწვიონ ტრენინგის ჩასატარებლად სკოლებში.

********************************************

სერტიფიკატები

ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის

სერტიფიკატების გაცემა გაგრძელდა 2009 წლის 26 იანვრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მე-2 კორპუსში მე-3 სართულზე, ირმის ნახტომში. ტელ: 910550; 910552

!! სამივე ნაკადის სერტიფიცირების სიების სანახავად გთხოვთ დააწკაპოთ აქ.

********************************************

სიუჟეტი ქუთაისიდან 24.12.2008წ

შეგიძლიათ ნახოთ TV სიუჟეტი ქუთაისიდან საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების ტრენინგ-კურსის შესახებ. დააწკაპეთ აქ

********************************************

სხვა ამბები შეგიძლიათ იხილოთ ახალი ამბების განყოფილებაში

********************************************