საცდელი პროექტების ფასილიტატორების საყურადღებოდ!

ახალი 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხდება მოქმედი პროექტების განახლება.

თუ გსურთ, რომ თქვენ ფასილიტაცია გაუწიოთ GEARN თანამშრომლობით პროექტს 2009-2010 სასწავლო წელს, გთხოვთ, 2009 წლის 1 ოქტომბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი პროექტის აღწერა შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  1. პროექტის სახელი;
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით;
  3. პროექტის სრული აღწერა;
  4. მონაწილეთა ასაკი;
  5. ვადები (მონაწილეობის დასაწყისის და შესაძლო დამთავრების თარიღები);
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
  8. სარგებელი სხვებისთვის;
  9. სამუშაო ენა;
  10. 2009–2010 საწავლო წელს პროექტში მონაწილეობის მსურველი 3 (სამი) სკოლის დასახელება, პედაგოგის ვინაობა და ელ ფოსტა;
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი;
  12. პროექტის ფასილიტატორის ვინაობა;
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა;
  14. პროექტის ფორუმი;
  15. პროექტის ვებბლოგი.

მხოლოდ ამ პუნქტების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნება პროექტს უფლება განთავსდეს GEARN პროექტების ჩამონათვალში ბლოგზე www.gearn.blogspot.com და სპეციალურად შექმნილ პროექტების ბუკლეტში.

2009 წლის ნოემბრიდან საცდელი პროექტების ბლოგი გაუქმდება.

დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: gearn2000@gmail.com.